რამზან კადიროვმა პირად დაცვაში 6 წლის ბიჭი აიყვანა (ფოტო,ვიდეო)

228
SHARE

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა პირადი დაცვის შემადგენლობაში 6 წლის ბიჭუნა აიყვანა – ამის შესახებ გამოცემა gazeta.ru წერს.
6 წლის მაგომედ ემი გა­ზი­ე­ვი გროზნოში მშობლებთან ერთად ცხოვრობს.
როგორც გამოცემა წერს, მას შემ­დეგ, რაც კა­დი­როვ­მა მო­ზარ­დის მშობ­ლე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დეო ნახა, სა­დაც ბავ­შვი კა­დი­რო­ვის ფო­ტოს კოც­ნის და აც­რემ­ლე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ ოც­ნე­ბობს კა­დი­რო­ვის დაც­ვა­ზე და დედ-მა­მას სთხოვს, ამის უფ­ლე­ბა მის­ცენ, გა­და­წყვი­ტა, რომ პატარა ბიჭს ოცნება აუს­რუ­ლოს.
“დღე­ი­დან აღა­რა­ფერ­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ. მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დაც­ვა გა­მო­მიჩ­ნდა – 6 წლის მა­გო­მე­დი. ბევ­რი იტყვის, რომ ის ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან პა­ტა­რაა სპეც­რაზ­მის­თვის, მაგ­რამ, მისი ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ბიჭი მა­მა­ცი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლია. ის მზა­დაა, ჩემ გამო ნე­ბის­მი­ე­რი თავ­დას­ხმა მო­ი­გე­რი­ოს! მე ის ჩემ­თან მო­ვიწ­ვიე და ჩა­ვა­ბა­რე პი­რა­დი დაც­ვის მე­თა­უ­რის პოს­ტი. ბიჭი აღ­ჭურ­ვი­ლია სრუ­ლი ამუ­ნი­ცი­ით – გროზ­ნოს ბავ­შვთა მა­ღა­ზი­ებ­ში მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ია­რა­ღი და ტრან­სპორ­ტია შე­ძე­ნი­ლი”, – აღნიშნა კადიროვმა ჟურნალისტებთან.

FB კომენტარები

კომენტარი