რამდენ აშშ დოლარად ყიდის ყაზახი სტუდენტი ქალიშვილობას

225
SHARE

ყაზახი სტუდენტი, აინურ ჟანიბეკოვა ქალიშვილობას 2 მილიონი ტენგეს (5200 აშშ დოლარი) სანაცვლოდ ყიდის. Mirror-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ყაზახური ტელევიზიის ერთ-ერთ თოქშოუში განაცხადა. აინურის თქმით, ქალიშვილობის გაყიდვის იდეა მას დიდი ხანია, აქვს, თუმცა, აქამდე ვერ გაახორციელა.

„უმაღლესში ჩაბარებისას სახელმწიფო დაფინანსება ვერ მოვიპოვე, სწავლის საფასური კი ძალიან მაღალია. დედა ყველაფერს აკეთებს, რათა დამეხმაროს, მაგრამ არ მინდა, რომ ყველაფერზე მან იზრუნოს. ერთ-ერთმა ჩემმა დაქალმა ქალიშვილობა გაყიდა და მე გადავწყვიტე, მას მივბაძო. სხვა გოგოები ხვდებიან ბიჭებს და მათთან სექსი უფასოდ აქვთ. მე კი შემიძლია, ამის სანაცვლოდ ფული მივიღო“, – განაცხადა აინურ ჟანიბეკოვამ.

ჟანიბეკოვას თქმით, 21-ე საუკუნეში ქალიშვილობას ზედმეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გარიგებით მიღებული ფულით აინური სწავლის დაფინანსებას, საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციის ჩატარებასა და, თუ ამის შემდეგ ფული დარჩება, სილამაზის სალონის გახსნას გეგმავს.

FB კომენტარები

კომენტარი