რამდენი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო წონაში დასაკლებად – სასარგებლო რჩევები მეცნიერებისგან

236
SHARE

წონაში დაკლება რომ არც ისე მარტივი პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ეს ყველამ ვიცით. სამწუხაროდ, ადამიანთა დიდი ნაწილის სამსახური მთელი დღის განმავლობაში ოფისში, კომპიუტერთან ჯდომას მოითხოვს, ჩვენი ყოველდღიური რეჟიმი არ არის დატვირთული ფიზიკური აქტივობებით, სწორედ ამიტომ, წონაში დაკლების პროცესი რთულდება.
რეალურად კი, ზედმეტი კილოგრამების მოშორებას უფრო მარტივად, რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობების შედეგად შევძლებთ.
არ არის აუცილებელი მძიმე ფიზიკური ვარჯიში. მარტივ სეირნობასაც შეუძლია დაგვეხმაროს ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავებაში და ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.
მაგრამ რეალურად რამდენ ხანს უნდა ისეირნოთ, რამდენი ნაბიჯი უნდა გადადგათ იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ?
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მკვლევართა დასკვნით, სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია, რომ ადამიანი კვირაში 5 დღე და დღეში 30 წუთი დაკავდეს ფიზიკური აქტივობით, ეფექტური შედეგის მისაღწევად კი, ეს დრო უნდა გავაორმაგოთ.
პროფესორ ლაურა არდიტის თქმით, 30 წუთის განმავლობაში სეირნობის დროს ადამიანი დგამს საშუალოდ 3 000-დან 5 000-მდე ნაბიჯს. ნაბიჯების რაოდენობა დამოკიდებულია სიარულის სიჩქარეზე.
არდიტი განმარტავს, რომ ამ რაოდენობის ნაბიჯის გადადგმა დღის განმავლობაში აუცილებელია, შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას, თუმცა წონაში დაკლება თუ მოკლე ვადაში გინდათ და გსურთ, რომ შედეგი უფრო ეფექტური იყოს, ნაბიჯების რაოდენობა 10 000-მდე უნდა გაზარდოთ, რაც დაახლოებით, საშუალოდ 1 საათიან სეირნობას გულისხმობს.
პროფესორის თქმით, ყველა ადამიანს არ შეუძლია ასე მოიქცეს და არარეალისტურია ზოგიერთისთვის დღის განმავლობაში 10 000 ნაბიჯის გადადგმა. ასეთ შემთხვევაში, ის გვირჩევს, რომ სეირნობის ხანგრძლივობა თანდათან გავზარდოთ. მაგალითად, თუ დღეს ნახევარი საათის განმავლობაში ვისეირნებთ და 4000 ნაბიჯს გადავდგამთ, მომდევნო დღეს დავუმატოთ მას 10 წუთი და ა.შ.
ლაურა არდიტის რეკომენდაციით, თუ წონაში დაკლება გსურთ, ამისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას. ასე რომ, მოემზადეთ, იყავით ფსიქოლოგიურად ძლიერები, ისეირნეთ ყოველ დღე და გადადგით 10 000 ნაბიჯი.

წყარო:https://trend.ge

FB კომენტარები

კომენტარი