რამდენი მილიონი დოლარი გამოიმუშავა თინა კანდელაკმა ერთ წელიწადში

ბიზნესვუმენმა და „მატჩ ტვ“-ს გენერალურმა პროდიუსერმა თინა კანდელაკმა, 2017 წლის განმავლობაში, 1 მილიონამდე დოლარი ( 62 მილიონი რუბლი) გამოიმუშავა. ასეთი მონაცემები წარმოდგენილია მისი მეუღლის, ვასილი ბროვკოს დეკლარაციაში, რომელიც სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხში“ განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორად მუშაობს. როგორც ირკვევა, 2017 წელს თავად ბროვკომ მეუღლეზე ბევრად ნაკლები გამოიმუშავა ( 19 მილიონი რუბლი). ასევე, მან დეკლარაციაში საკუთარი და თინა კანდელაკის ქონებაც მიუთითა. ბროვკოს კუთვნილებაშია 69 კვ.მ ფართობის ბინა, ავტომობილები Bentley და Audi, ხოლო თინა კანდელაკის საკუთრებაშია ბინა, რომლის ფართი 342 კვადრატულ მეტრს წამოადგენს.
როგორც ცნობილია, „მატჩ ტვ“-ში თანამდებობის გარდა, თინა კანდელაკი ფლობს სარეკლამო სააგენტოს „ბრენდბოქს“ (მას საწესდებო კაპიტალში 80%-იანი წილი აქვს) და რესტორანი „თინათინი“ ( 5%-იანი წილით). რესტორანი მოსკოვში, პლუშიხაზე მდებარეობს. მის საიტზე ნათქვამია, რომ მენიუში ჰარმონიულად თავსდება არქაული საქართველო და პროგრესული ევროპა“ . წარსულში კანდელაკი და ბროვკო პიარ სააგენტოს „აპოსტოლის“ თანამფლობელები იყვნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები