რამდენიმე ცხოვრებისეული რჩევა, რომლებიც ყოველდღე გამოგადგებათ

87
SHARE

დიასახლისებო, გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად გამოგადგებათ და პატარ-პატარა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

1. ხის ზედაპირზე წყლის ლაქებს მაიონეზით მოაშორებთ.

2. კარტოფილის პიურე გაცილებით გემრიელი და ჰაეროვანი გამოგივათ, თუ ბეზესავით ათქვეფილ კვერცხის ცილას შეურევთ.

3. თუ თმაზე კევი შეგეწებათ, მას “კოკა-კოლა” მოგაშორებთ.

4. თუ ხრახნილი დაგიჟანგდათ, ცოტა ხნით “კოკა-კოლაში” დასველებული ჩვარი შემოახვიეთ.

5. ლიმონმა არომატი მკვეთრად რომ გამოსცეს, ცხელი წყალი დაასხით.

6. გამომშრალი ყველი ცოტა ხნით რძეში მოათავსეთ და იგი კვლავინდებურად სირბილეს დაიბრუნებს.

7. იოდის ლაქებს წყალი დაასხით და სახამებლით გაწმინდეთ.

8. პომადის ლაქებს აბრეშუმისა და შალის ქსოვილებზე სუფთა სპირტით მოაშორებთ.

11. ლუდის ლაქების მოსაცილებლად ნიშადურის სპირტი გამოიყენეთ და ნაჭერი კარგად გაავლეთ გამდინარე წყალში.

10. თუ მკვახე კივი შეიძინეთ, მოათავსეთ მოწნულ კალათაში და ზემოდან ვაშლები დააწყვეთ. კივი ორ დღეში დამწიფდება.

11. თუ წვეულებისთვის ყინულების გაკეთება სწრაფად გსურთ, ანადუღარი წყალი გაყინეთ.

12. კბილის პასტა კარგად ასუფთავებს ვერცხლის სამკაულებს.

13. დამწვარ ადგილზე მდოგვი წაისვით. იგი შეგიმცირებთ ტკივილს და არც წყლული გაგიჩნდებათ.

14. აკვარიუმის წყალი საუკეთესოა ყვავილების მოსარწყავად.

15. კანიანი კარტოფილის მოხარშვისას ბოსტნეულის კანი არ დასკდება, თუ წყალში რამდენიმე წვეთ ძმარს ჩაასხამთ.

16. თუ მარილი დაგინესტიანდათ, მასში ბრინჯის რამდენიმე მარცვალი ჩაყარეთ.

17. თუ სუფრაზე ბოთლში ღვინო მოგრჩათ, ჩაასხით ყინულის ფორმებში, გაყინეთ და მოგვიანებით კერძებისა და სოუსების მომზადებისას გამოიყენეთ.

წყარო: გემრიელიაჯი

FB კომენტარები

კომენტარი