რაიანი მარნეულში ქველმოქმედებას ეწეოდა – ვინ არის ხანდაში მოკლული წყვილი (ფოტოკოლაჟი)

782
SHARE

ხანდაში დაღუპულ ცოლ-ქმარს ლორა და რაიან სმიტებს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ მინიჭებული. წყვილი ამერიკის მოქალაქეები იყვნენ. ისინი მარნეულში მცირეწლოვან შვილთან ერად ცხოვრობდნენ.
როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება, რაიანი ქველმოქმედი იყო. მას სურდა მარნეულში საბავშვო სკვერის მოწყობა, რაზეც მან მუნიციპალიტეტში განცხადება შეიტანა ამის შემდეგ კი მან სკვერის შესახებ პროექტიც წარადგინა. ამ ყველაფერის განხორციელებას ის საკუთარი ხარჯებით გეგმავდა.
რამდენიმე თვეა, მან სოციალურ ქსელში კამპანია „მარნეულის ბავშვთა სათამაშო მოედანი“ წამოიწყო, რომლის მეშვეობითაც იგი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილი მცირეწლოვან შვილთან ერთად ხანდას ხეობაში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც “კვირას” დუშეთის გამგებელმა განუცხადა, ახალგორელმა მწყემსმა, ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი სავარაუდოდ სანადირო თოფით მოკლა.

 

 

 

FB კომენტარები

კომენტარი