რაგბიში საქართველო-ნამიბიის თამაშს დღეს პრინცი ჰარი დაესწრება (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

41
SHARE

ბრიტანული გამოცემა EXPRESS & ECHO-ს ინფორმაციით,  ექსეთერში დღეს ნამიბია – საქართველოს შეხვედრას რაგბიში, პრინცი ჰარი დაესწრება. გადამწყვეტი მატჩი სენდი პარკზე, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.  გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებენ და მომავალ მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.

გუშინ, 6 ოქტომბერს “ბორჟღალოსნებმა“ კაპიტნის ვარჯიში გამართეს – ძირითადი შემადგენლობა დაცვაში იდგა და პირობითი მეტოქის შეტევის მოგერიებას ცდილობდა. მთავარი მწვრთნელის თქმით, დღეს ‘სენდი პარკზე’ ნამდვილ რაგბს ვიხილავთ.

„ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობის თითოეული მოთამაშე საუკეთესო მორაგბეა. ნამიბიის წინაღმდეგ საბრძოლველად მთავარი ემოციების შეკავებაა. ჩვენი მოწინააღმდეგე იოლი მეტოქე ნამდვილად არ არის. მათ კარგი სტრუქტურა და შემტევი ძალა აქვთ. შერკინებაშიც საუკეთესო მოთამაშეები ჰყავთ. ასე, რომ ამ მატჩში განსაკუთრებულად უნდა გამოვამჟღავნოთ ჩვენი ხასიათი და ტემპერამენტი,“- აცხადებს მილტონ ჰეიგი.

ნამიბიის ნაკრების დაცვის მწვრთნელი როჯერ თომსონი ამბობს, რომ დღევანდელი მატჩისთვის მზადებაში მათ დიდი შრომა ჩადეს და თამაშის მოსაგებად ბოლომდე იბრძოლებენ.

„ბორჯღალოსნებს სათანადოდ უნდა დავუხვდეთ. მათ არაჩეულებრივი კაპიტანი ჰყავთ, მამუკა გორგოძესთან ერთად გუნდი მოედანზე ნამდვილად ცეცხლს დაანთებს,“- აღნიშნა თომსონმა.

რაც შეეხება ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს, ცნობილია, რომ ის რაგბის მხურვალე ქომაგია, არის ორგანიზაცია Rugby Football Union-ის საპატიო თავმჯდომარე.მან ასევე, ეპიზოდური როლით მონაწილეობა მიიღო რაგბის მსოფლიო თასის მხარდასაჭერ მოკლემეტრაჟიან ვიდეო-რგოლშიც. პრინცი ჰარი კლიპში რამდენიმე წამით, მებაღის როლში ჩნდება.

1546373_921446537952446_8676046887361997043_n 11230652_921445974619169_488600065939670512_n 12072685_921446311285802_947076779397519168_n 12074663_921446854619081_79735748855791383_n 12074673_921446404619126_4183077493860443775_n 12079213_921446634619103_3659426038922228048_n 12079592_921446041285829_49460178210713899_n 12087982_921446064619160_7864630755588884396_n 12088156_921446341285799_2489433306121951048_n 12088164_921446407952459_1805592185429479288_n 12088254_921446401285793_4948170178384990587_n 12088489_921446851285748_2106879444906447300_n 12096340_921445967952503_8781802436362933821_n 12096431_921446151285818_7405732833626480377_n 12096526_921446187952481_4087278225416930482_n 12106739_921446061285827_4912742151627704322_n 12115855_921446597952440_3951295154239061803_n 12118620_921446534619113_7642046100161996322_n 12118725_921445971285836_3279455850500864778_n 12122862_921446307952469_8841026417161464958_n 12144890_921446527952447_6585838656059462388_n 12144890_921446651285768_3770028410858884055_n Prince Harry rugby coaching session Prince Harry rugby coaching session harry-rugby-robins_2704908c j Prince-Harry Prince-Harry-prepared-championship-rugby-match-between-England princeharryrugby1--z rs_560x415-131102121654-1024.Prince-Harry-Twickenham-Rugby.jl.110213_copy

Comments

comments