ჟურნალი Playboy ბეჭდურ ვერსიას დაკარგავს

50
SHARE

ბოლო წლების განმავლობაში ჟურნალის გამოცემას მხოლოდ ზარალი მოაქვს, ხოლო ტირაჟი ნახევარჯერ შემცირდა.

Playboy Enterprises კომპანიის ხელმძღვანელობამ, რომელიც Playboy-ის გამოსცემს, განაცხადა, რომ ფიქრობს შეაჩეროს მამაკაცების ცნობილი ჟურნალის ბეჭდური ვერსიის ტირაჟირება. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება.
„ჩვენ გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რასაც „Playboy-ის სამყარო“ დავარქვით, რომელიც ასევე გაცილებით ფართოა, ვიდრე ბეჭდური გამომცემლობა, რომელიც ანდერძად გვერგო“,- განაცხადა Playboy Enterprises-ის ხელმძღვანელმა ბენ კონმა.

Comments

comments