ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მთაწმინდაზე ძეგლი დაუდგეს

266
SHARE

„ჯი-დი-ეს“-ის იუმორისტული გადაცემის „ბინა 18“-ის გუნდმა „რუსთავი 2 “-ის წამყვანს, გიორგი გაბუნიას ძეგლი დაუდგა. ხვალინდელ გადაცემაში ვიხილავთ ვიდეოს, რომელზეც გადაცემის წამყვანები, ფაქო და თემო მჟავია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ძეგლს მთაწმინდაზე საზეიმო ვითარებაში გახსნიან.

თვალები არ გატყუებთ, ეს ნამდვილად ცნობილი ტელეჟურნალისტის ძეგლია, რომელიც „ბინა 18“-მა დაამზადებინა და წარწერაც გაუკეთა: „გიორგი გაბუნიას სახელობის გამოქანების ათვლის წერტილი“. რასაკვირველია, დავინტერესდით, რატომ გადაწყვიტეს გიორგი გაბუნიას ძეგლის დადგმა და ფაქოს დავუკავშირდით.12248722_1079813255396851_979743568_n

-ფაქო, სად დადგით ეს ძეგლი?

-მთაწმინდაზე, ვიდეოც გადავიღეთ და მას მაყურებელი ხვალინდელ გადაცემაში ნახავს. ქალაქში არის სერიოზული პრობლემა. ხომ იცით გამონათქვამი, მთაწმინდიდან გამოექანეო, მაგრამ სინამდვილეში, არავინ იცის, მთაწმინდაზე კონკრეტულად რომელი წერტილიდან უნდა გამოექანოს და ჩვენ მოვნიშნეთ ეს წერტილი გიორგი გაბუნიას ძეგლის დადგმით, რომ არ დაიბნენ… რა სერიოზულად გელაპარაკები (იცინის). ისევ იმავე ადგილას ალბათ არ დატოვებდნენ, რადგან გადაღებისთვის კარგი ადგილი შევარჩიეთ, მაგრამ სტუდიაში არ წამოგვიღია, იქვე დავტოვეთ და ალბათ, სადმე ახლოს იქნება.

-ნიკა გვარამიამ მწვავედ გააკრიტიკა თქვენივე ტელევიზიის „არაკორექტული შოუს“ პირველი გადაცემა, სადაც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე იყო საუბარი, როგორ ფიქრობ, ამაზე არ ექნება ასეთივე რეაქცია?

-არა მგონია, ვფიქრობ, რომ „რუთავი 2“-სგან არანაირი რეაქცია არ მოჰყვება. არ არსებობს, რომ რაიმე თქვან. ასეთი სტრატეგია აქვთ, რომ „ბინა 18“-ზე არასდროს არაფერს ამბობენ. ჩვენც გვაწყობს ეს ამბავი და ვსარგებლობთ. ისე, ურიგო არ იქნებოდა, რამე რომ ეთქვათ (იღიმის).

-თავად არ მიგაჩნია არაკორექტულად, კოლეგას რომ ასეთი წარწერით ძეგლს უდგამთ?

-არაფერი არაკორექტული ამაში არ არის. ეს უბრალოდ, ხუმრობაა. ძალიან ხშირად ვეპატიჟებით სტუმრად გიორგი გაბუნიასაც, ვანო ჯავახიშვილსაც, მაგრამ ბოლო დროს „რუსთავი 2“-დან სტუმრად ჩვენს გადაცემაში არავის არ უშვებენ. ცოტა დავიჩაგრეთ ამ მხრივ…

წყარო: http://fortuna.ge/

FB კომენტარები

კომენტარი