ჟოლოს ნაყინი

243
SHARE

ინგრედიენტები:
ჟოლო – 300 გრ;
იოგურტი – 1 ჭიქა;
შაქარი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ჟოლო გავრეცხოთ და გავაშროთ. ჟოლო შაქართან ერთად დავაბლენდეროთ. შემდეგ იოგურტი დავუმატოთ და ისევ დავაბლენდეროთ. მიღებული მასა ჭიქებში ჩავასხათ და საყინულეში შევდგათ. როცა გაყინვას დაიწყებს, ხის ჩხირები ჩავარჭოთ.

FB კომენტარები

კომენტარი