ჟელეს ტორტი

1067
SHARE

ინგრედიენტები:
ჟელე – 3 შეკვრა,
ჟელატინი – 1 შეკვრა,
არაჟანი – 0,5 ლ,
შაქარი – 1 ჭიქა,
საკვები საღებავი,
ქოქოსის ფანტელები – მოსართავად
. მომზადების წესი: ჟელე ყუთზე მითითებული ინსტრუქციით მოვამზადოთ. არაჟანი შაქართან ერთად ავთქვიფოთ. ჟელატინი ცივ ანადუღარ წყალში გავხსნათ. არაჟანი გავათბოთ და ჟელატინს ცოტ- ცოტა დავუმატოთ. მიღებული მასა 3 ნაწილად გავყოთ. ერთში ლურჯი საღებავი ჩავსხათ, მეორეში მწვანე, ხოლო მესამეში თეთრი. ფორმაში თანამიმდევრობით შეღებილი ფენები ჩავასხათ. პირველი ფენის ჩასხმის შემდეგ მაცივარში მოვათავსოთ. როცა პირველი ფენა შემაგრდება, ზემოდან მეორე დავასხათ და ასე შემდეგ. უკვე მზა ტორტი ფორმიდან გადმოვიღოთ და ქოქოსის ფანტელებით მოვრთოთ.

FB კომენტარები

კომენტარი