ჟელეს ტორტი ,,მოზაიკა“

1996
SHARE

ინგრედიენტები: ჟელე სხვადასხვა ხილის – 4 შეკვრა, შესქელებული რძე – 400 მლ. ჟელატინი – 85 გრ.

მომზადების წესი: ჟელე როგორც შეფუთვაზეა მითითებული, ისე მოვამზადოთ. 24 საათით მაცივარში დავტოვოთ. ჟელატინი თბილ წყალში დავალბოთ, რომ გაფუვდება, წყლის აბაზანაზე გავადნოთ. შემდეგ შესქელებულ რძეს დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. ფერადი ჟელე კუბიკებად დავჭრათ, ფორმაში ჩავყაროთ და შესქელებული რძის მასა დავასხათ. ბოლოს გასაყინად მაცივარში მოვათავსოთ.

FB კომენტარები

კომენტარი