პუტინის მხარდამჭერ კლიპში მონაწილე დიმა ბილანი კერძო კომპანიის მოწვევით, ბათუმში იმყოფებოდა (ვიდეო)

206
SHARE

რუსი მომღერალი დიმა ბილანი, რომელიც გუშინ ბათუმში ერთ-ერთი კერძო კომპანიის მიწვევით იმყოფებოდა, ვიზიტის შესახებ ინსტაგრამზე წერს. ბილანმა აღნიშნა, რომ მიფრინავდა ბათუმში, სადაც წლების წინ, მისი მამა მუშაობდა.
“გუშინ, დილის 8-ზე დომოდედოვოს აეროპორტში ვიყავი, სამსაათნახევარი და ქუთაისში ხარ. ბათუმამდე 2 საათის სავალია, 4 საათში ნომერში ვარ. ცხადია, განმარტოებული, აქაც ვმუშაობ, ვწყვეტ უამრავ საკითხს. ღამის 2-ზე დავიძინე, დილის 6.30-ზე გავიღვიძე და მაშინვე სადგურში გავვარდი, რომ კომფორტული მატარებლით 5 საათში თბილისში ჩავაღწიო. თბილისში მოულოდნელად კამერა დამხვდა და ჟურნალისტი კითხვებით. სასიამოვნო ურთიერთობა შედგა და ამის შემდეგ, გავრბივარ აეროპორტში, რომ მოსკოვში გავფრინდე. ახლა სახლისკენ მივეშურები. 23:00-ზე ხომ ტურში მონაწილეობის მისაღებად უნდა გავემგზავრო, რომელიც რუსეთის 4 ქალაქში ტარდება. იმის თქმა რომ დავიღალე, არაფრის თქმას ნიშნავს”.- წერს მომღერალი.
კერძო ღონისძიება სასტუმრო “შერატონში” გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, დიმა ბილანი ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კლიპში გამოჩნდა.

FB კომენტარები

კომენტარი