პროდუქტი, რომელიც ტუჩის მოცულობას საგრძნობლად გაგიზრდით

71
SHARE

Glamour-ი ავრცელებს ინფორმაციას ტუჩსაცხის შესახებ, რომელიც ტუჩის მოცულობას საგრძნობლად გაგიზრდით.
ამერიკელი ბლოგერი, ჰუდა კატანი, რომელიც სილამაზესა და თავის მოვლაზე წერს, ქალბატონებს ურჩევს იმ პროდუქტებს, რომლებიც მათ მეტ შარმსა და ქარიზმატულობას შემატებს.
კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია ტუჩის გელზე, რომელიც მოცულობას ბუნებრივად ზრდის.
ამერიკელი ბლოგერი, ჰუდა კატანი გვირჩევს, რომ უმჯობესია, დარიჩინის ზეთის რამდენიმე წვეთი ტუჩსაცხს დაემატოს, რადგან ის ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ბევრად უკეთესი ეფექტი აქვს, ვიდრე – სხვა დანამატებიან ტუჩის გელებს.
დაფქული დარიჩინი უნდა დაამატოთ ვაზელინში, ზეითუნის ზეთში, თაფლში ან ნებისმიერ მალამოში.
ბლოგერმა, ასევე, ტუჩის გადიდების კიდევ ერთი პროდუქტ-დანამატი დაასახელა და ეს არის პიტნა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია თაფლთან შერევით, ხოლო მიღებული მასა ერთი წუთის განმავლობაში უნდა გაიჩეროთ ტუჩებზე.

FB კომენტარები

კომენტარი