პრინც ჰარის ოთახის კედელზე ჰოლი ბერის პოსტერი ეკიდა (ფოტო )

188
SHARE

52 წლის მსახიობმა, ჰოლი ბერიმ ყურადღება მიაქცია ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც იტონის კოლეჯშია გადაღებული. ამ კოლეჯში, 2003 წლამდე, პრინცი ჰარი ცხოვრობდა. ფოტოზე აღბეჭდილია მისი ოთახი, რომლის კედელზეც, ხალიჩის ცენტრში, ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჰოლი ბერის პლაკატი იყო ჩამოკიდებული.

ჰარის ოთახის ფოტოები კოლეჯის კამპუსიდან Daily Mail-იმ გამოაქვეყნა. ფოტოებს და მათზე ასახულ დეტალებს მთელი დიდი ბრიტანეთი არჩევს. საზოგადოების ყურადღება ამ ფოტოების მიმართ, რომელთა მეშვეობითაც ახალგაზრდა ჰარის ინტერესები, ჩვევები და სისუსტეები ჩანს, უფრო გააღრმავა თავად ჰოლი ბერის „ტვიტმა“. მსახიობმა საკუთარ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ეს ფოტო და ხუმრობანარევი ტონით, აქცენტი თავის გამოსახულებაზე გააკეთა: „კარგი, ჰარი, მე დაგინახე…“

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მსახიობის პოსტი დადებითად შეაფასეს. ბევრმა მათგანმა კი აღნიშნა, რომ ჰარის მეუღლე – მეგან მარკლი ახალგაზრდა ჰოლი ბერის ძალიან ჰგავს.

FB კომენტარები

კომენტარი