პრინც ჰარის მეუღლის მზრუნველობა – მეგან მარკლი ქოლგით ხელში (ფოტოკოლაჟი)

79
SHARE

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ავსტრალიაში სამეფო ტურნეში იმყოფებიან. ისინი ვიქტორიას ეროვნულ პარკში მდებარე ფერმას ეწვივნენ. პრინცი დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც წვიმა დაიწყო. მისმა ორსულმა მეუღლემ ქმრის თავზე ქოლგა გაშალა და ის ჰარის სიტყვის დასრულებამდე ეკავა.
როდესაც ჰარის მისმა თანხმლებმა პირებმა ქოლგის დაფარება შესთავაზეს, მან იუარა და უპასუხა: „ყველაფერი რიგზეა, ჩემთან ერთად ჩემი მეუღლეა“.
მეგანის მცდელობის მიუხედავად, ქმარი არ დასველებულიყო, პრინცი ჰარის პერანგი მაინც გალუმპული იყო. ამაზე უცხოურმა მედიამ მხოლოდ მას შემდეგ გაამახვილა ყურადღება, როდესაც პრინცმა თავის სველ პერანგზე იხუმრა.
მთელი ამ დროის განმავლობაში პრინცის ახალგაზრდა მეუღლე ქმარს მზრუნველობითა და სიყვარულით სავსე მზერით უყურებდა, რაც ფოტოგრაფებს ნამდვილად არ გამორჩენიათ.

 

FB კომენტარები

კომენტარი