პრინც ჩარლზთან საუბრისას მამაკაცს გული წაუვიდა – სამეფო ოჯახის წევრს გულგრილობისთვის აკრიტიკებენ

92
SHARE

პრინცმა ჩარლზმა ადამიანობის ტესტი ვერ ჩააბარა – ასე ეხმაურებიან ინტერნეტსივრცეში მომხმარებლები გუშინ მომხდარ ინციდენტს.

პრინცი და მისი მეუღლე, კამილა ბრისტოლში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. შენობაში შესვლისას მას მომსახურე პერსონალი გაესაუბრა, რა დროსაც ერთერთ მამაკაცს პრინცთან ურთიერთობისას გული წაუვიდა და დაეცა.

ჩარლზმა კი წაქცეულს შეხედა, ზურგი შეაქცია და სხვასთან განაგრძო საუბარი.

მამაკაცი რამდენიმე წამში გონს მოვიდა, მას გარშემო მყოფები დაეხმარნენ და წამოდგა. ჩარლზს კი გამოჩენილი გულგრილობისთვის აკრიტიკებენ.

FB კომენტარები

კომენტარი