პრინცი ჰარი ტრამპისადმი მიძღვნილ საღამოზე არ მივიდა

40
SHARE

The mirror-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი და სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი მიძღვნილ საღამოზე არ მივიდა.

მარკლსა და ტრამპის დაძაბულ ურთიერთობა ყველასათვის ცნობილია. ტრამპმა თქვა, რომ ის გააოცა მეგან მარკლის საშინელმა კომენტარებმა, რომლებსაც 2015-2016 წლებში ტრამპის წინააღმდეგ გამოსვლისას აკეთებდა და დასძინა, რომ არ იცოდა, თუ მსახიობი მას ასე მწვავედ აკრიტიკებდა, რის გამოც პრეზიდენტმა მარკლს “საძაგელი” უწოდა.

გამოცემის ცნობით, სწორედ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ჰარი აშშ-ის პრეზიდენტისადმი მიძღვნილ საღამოზე არ გამოცხადდა.

FB კომენტარები

კომენტარი