პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბრიტანულ გამოცემას პირადი წერილის გამოქვეყნების გამო სასამართლოში უჩივიან

71
SHARE

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი, ბრიტანულ გამოცემა “მეილ ონ სანდეის“ სასამართლოში უჩივიან,- ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “The Independent”-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამართლებრივი დავის დაწყების მიზეზი მეგანის პირადი წერილის გამოქვეყნება გახდა, რომელიც “მეილ ონ სანდეიმ” რამდენიმე თვის წინ გაასაჯაროვა.

“მე დავკარგე დედა და ახლა ვხედავ, თუ როგორ ხდება იგივე გავლენიანი ძალის მსხვერპლი ჩემი ცოლი. ჩვენ გვჯერა მედიის თავისუფლების და ობიექტურობის, სიმართლის გადმოცემის. მივიჩნევთ მას დემოკრატიის ქვაკუთხედად თანამედროვე მსოფლიოში. სამწუხაროდ, ჩემი ცოლი გახდა ბრიტანული ტაბლოიდების მსხვერპლი, რომელიც კამპანიას კერძო პირების წინააღმდეგ აწარმოებს და არ ფიქრობს მის შედეგებზე, ეს უმოწყალო კამპანია გასული წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა, მისი ორსულობისა და ჩვენი ახალშობილ ვაჟზე ზრუნვის პერიოდში“, – წერს გავრცელებულ განცხადებაში პრინცი ჰარი.

პრინცი ჰარის თქმითვე, გამოქვეყნებული წერილის შინაარსი ისეთი ფორმით არის რედაქტირებული, რომ მკითხველს მის ავტორზე არასასურველი შთაბეჭდილება შეუქმნას. სარჩელის მოგების შემთხვევაში, კომპენსაციის თანხას ჰარი და მეგანი სიცრუის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას მოახმარენ.

FB კომენტარები

კომენტარი