პრინცი ჩარლზი ბარბარა სტრეიზანდზე იყო შეყვარებული

132
SHARE

პრინცი ჩარლზის პირადი ცხოვრების მოულოდნელი დეტალები კრისტოფერ ანდერსენის წიგნის „გვირგვინის თამაში: ელისაბედი, კამილა, ქეითი და ტახტი“ წყალობით გახდა ცნობილი. ავტორის ინფორმაციით, ელისაბედ მეორის ვაჟი 1981 წელს, სანამ პრინცესა დიანას შეირთავდა ცოლად, მსახიობზე და მომღერალზე, ბარბარა სტრეიზანდზე სერიოზულად ი13077186_1170776192962617_508348901_nყო შეყვარებული.
ანდერსენი გვიყვება, რომ ბარბარა სტრეიზანდის და პრინც ჩარლზის პირველი შეხვედრა 1974 წელს შედგა, როდესაც 26 წლის ჩარლზი ლოს-ანჯელესს ეწვია. წიგნის ავტორის მტკიცებით, ამის შემდეგ ისინი კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. ეს შეხვედრები სამეფო ოჯახის წარმომადგენლისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩარლზი სტრეიზანდთან გადაღებულ ფოტოს ბუკინგემის სასახლეში, საკუთარ საძინებელში ლამაზ ჩარჩოში ინახავდა. პირველი შეხვედრისას ბარბარა ძალიან ნერვიულობდა და მოგვიანებით მეგობრებს ეუბნებოდა: „ვინ იცის, იქნებ ჩემი ბედია, ისტორიაში პირველი პრინცესა-ებრაელი გავხდე!“.
წიგნის ავტორი გვიყვება, რომ მსახიობსა და პრინცს შორის, მართლაც, დიდი სიმპათია იყო, მათ ერთმანეთისკენ იზიდავდა. თუმცა დროებითი გატაცების გარდა მათ შორის არაფერი მომხდარა. 1981 წელს ჩარლზმა ცოლად დიანა სპენსერი მოიყვანა, მის ცხოვრებაში მთავარი ქალის დიდება კი კამილა პარკერ-ბოულზს ერგო, რომელიც პრინცის მეუღლე გახდა.

FB კომენტარები

კომენტარი