პრეზიდენტის ძაღლი და შველი საწოვარათი რძეს მიირთმევენ (ვიდეო)

88
SHARE

საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე სოციალურ ქსელ ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც გიორგი მარგველაშვილის აგარაკზე, დუშეთის რაიონშია გადაღებული. როგორც მაკა ჩიჩუა აღნიშნავს, გიორგი მარგველაშვილს მეზობლებმა ტყიდან უგზო-ულვლოდ დაკარგული შვლის ნუკრი მიუყვანეს და პატარა თემოს აჩუქეს. ვიდეო კადრებიდან ირკვევა, რომ გიორგი მარგველაშვილი შვლის ნუკრს განსაკუთრებით უვლის. ძაღლი „ბორა“ და შვლის ნუკრი ერთი დ აიგივე საწოვარადან რძეს მიირთმევენ.

FB კომენტარები

კომენტარი