„პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის დაცვამ ადამიანი გადაარჩინა“

92
SHARE

პიარმენეჯერი მაცაცო კევლიშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის დაცვის თანამშრომელს მადლობას უხდის. მისივე განმარტებით, მან ადამიანი სიკვდილისგან იხსნა.
„დღეს პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის დაცვამ, ირაკლიმ (გვარი არ ვიცი) ადამიანი გადაარჩინა! ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ მოხდა, იმ შენობაში, სადაც Rooftop Terrace მდებარეობს. ბიზნესცენტრის დაცვის თანამშრომელი, რომელსაც დღეს პირველი სამუშაო დღე ჰქონდა, ისე გულმოდგინედ იცავდა ობიექტს, ჭამა დაავიწყდა და ცუდად გახდა. რომ არა ირაკლი, რომელიც ტერასაზე მყოფ ანას და მის მეუღლეს ახლდა, ვინ იცის, რა მოხდებოდა. მარგველაშვილის დაცვა სასწრაფოს წასვლას დაელოდა, თავად ესაუბრა დაცვის კომპანიას და ბოლოს, ახალბედა ნოდარი სახლშიც წაიყვანა. სამსახურს არ დაკარგავო, დაჰპირდა. მიყვარს ადამიანები! მადლობა ირაკლი“, – წერს ფეისბუქში მაცაცო კევლიშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი