პრეზიდენტის და პირველი ლედის სიურპრიზი – “ორასივე ბავშვისთვის პრეზიდენტმა მომიტანა საჩუქრები”(ფოტო)

427
SHARE

ყველასათვის ცნობილ აკა სინჯიკაშვილს პრეზიდენტი და პირველი ლედი სტუმრობდნენ.
ამის შესახებ აკამ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ფოტოსთან ერთად თავად განათავსა. პრეზიდენტი და პირველი ლედი მას საჩუქრებით სტუმრობდნენ, რომელიც ორასამდე ბავშვისთვის არის განკუთვნილი.
აკა სინჯიკაშვილი წერს, რომ საჩუქრების დარიგებაში დახმარებას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დაჰპირდნენ.
„ნახეთ ვინ მოვიდნენ საჩუქრების მოსატანად ჩემთან, ორასივე ბავშვისთვის პრეზიდენტმა მომიტანა საჩუქრები ახალი წლისთვის და დარიგებაშიც დახმარებასაც დამპირდა.
საჩუქრების გარდა მოგვიტანეს ჩიჩილაკები და ჩურჩხელები და რაც მთავარია ყველაფერი ქართული“, – წერს აკა.

FB კომენტარები

კომენტარი