პოროშენკო საკონდიტრო ჰოლდინგ „Roshen“-ის გაყიდვას აპირებს

342
SHARE

უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო თვლის, რომ საკონდიტრო ჰოლდინგის „Roshen“-ის გაყიდვის გარიგება უახლოეს მომავალში დასრულდება. ამ ინფორმაციას გერმანული გაზეთი „Bild“-ი ავრცელებს.
„ჩვენ გაყიდვის საკითხზე მოლაპარაკებებს ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ბანკთან ვაწარმოებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ კონტრაქტის გაფორმებას უახლოეს მომავალში შევძლებთ“, – უპასუხა პოროშენკომ კომპანიის გაყიდვის პერსპექტივის შესახებ კითხვას. საკონდიტრო კორპორაცია „Roshen“-ი უკრაინული ბაზრის ლიდერს და მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელს წარმოადგენს. „Roshen“-ი დაახლოებით 200 სახის საკონდიტრო ნაწარმს უშვებს, ხოლო მისი პროდუქციის მოცულობა წლიურად 450 ათას ტონას შეადგენს. გაპრეზინდენტებამდე პოროშენკომ პირობა დადო, რომ სახელმწიფოს მეთაურად არჩევის შემთხვევაში კომპანია“ Roshen“-ის გაყიდვას განახორციელებდა.

FB კომენტარები

კომენტარი