პორნო მსახიობი, რომელსაც მკერდის სიმსივნე დაუდგინეს, ფულს აგროვებს

100
SHARE

იაპონელი მოდელი მარიკა ჰეიზი, რომელიც ახლა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, ორასზე მეტ პორნოფილმშია გადაღებული. კარიერის დასაწყისში მან ალბომიც გამოუშვა, რომელიც მის შიშველ ფოტოებს ასახავს. თუმცა, ახლა, რამდენიმე თვით მას თავისი საქმიანობის გვერდზე გადადება მოუწევს. გასულ წელს მან მკერდში უცნაური გამაგრება შენიშნა, ხოლო როდესაც ექიმს მიმართა, მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ახლა მსახიობმა თავის ფანებს მიმართა და „კრაუდფანდინგის“ ანუ ფულის შეგროვების კამპანია დაიწყო, რათა მასტექტომიის გაკეთება შეძლოს. მას სარძევე ჯირკვლები უნდა მოკვეთონ და შემდეგ მკერდის რეკონსტრუქცია გაუკეთონ.
„გასული წლის ბოლოს გავიგე, რომ სიმსივნე მაქვს. ბევრ ექიმთან ვიყავი და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება. ამ თვეში ორმხრივ მასტექტომიას და რეკონსტრუქციას გამიკეთებენ“, – ამბობს პორნომსახიობი.
ოპერაციისთვის 50 ათასი დოლარია საჭირო. ეს ფული, მარიკას თქმით, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ აღდგენის და წამლების ხარჯები დაიფაროს. ამას გარდა, მას შეიძლება ქიმიოთერაპიაც დასჭირდება. დარჩენილ ფინანსებს კი ის ონკოლოგიურ ცენტრს აჩუქებს, რომელშიც მას მკურნალობენ.
ქალს კარიერის მიტოვება არ უნდა.
„კვლავ მინდა ამ სფეროში მუშაობა, ჩემთვის ეს საუკეთესო ვარიანტია“, – ამბობს გამოცდილი პორნომსახიობი.

FB კომენტარები

კომენტარი