პოპულარული ტელეშოუ, სადაც წამყვანები ეთერში ნარკოტიკებს სინჯავენ (ვიდეო)

125
SHARE

„ნარკოტიკების ლაბორატორია“ – ჰოლანდიელი ახალგაზრდების ტელეშოუ, რომელმაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
Drugslab ანუ „ნარკოტიკების ლაბორატორია“ – ჰოლანდიელი ახალგაზრდების ტელეშოუა, რომლის ტრანსლაცია YouTube- ზე ხდება და რომლის მიზანია ორგანიზმზე ნარკოტიკების მავნე ზემოქმედების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება.
შოუს წამყვანია ჯენი ვალენტიში, ის ეთერში ჰოლანდიურ ენაზე გადის, თუმცა ინგლისური სუბტიტრები მიჰყვება.
შოუს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ის პრაქტიკულად ნარკოტიკების პოპულარიზაციას ხელს უწყობს, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც – ტელეშოუ ახალგაზრდებს ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებაზე დაწვრილებით ინფორმაციას აწვდის, რასაც, წესით, ამ სენთან საბრძოლველად დადებითი ეფექტი უნდა ჰქონდეს.
ხშირ შემთხვევაში წამყვანი და მისი სტუმრები ტელეშოუში ნარკოტიკებს სინჯავენ და მათ ეფექტზე საუბრობენ. ტელეშოუ ძალზე პოპულარულია, 5-10-წუთიან ვიდეოებს ნახევარ მილიონამდე ადამიანი ნახულობს.

FB კომენტარები

კომენტარი