პოლიციელებმა ბიჭს ის ფეხსაცმელი უყიდეს, რომლის მოპარვასაც ცდილობდა

252
SHARE

 

აშშ-ის შტატ კანზასში მდებარე სავაჭრო ქსელ Walmart-ში არასრულწლოვანი ბიჭი ქურდობაზე გამოიჭირეს. ადგილზე მისული პოლიციელები იმის მაგივრად, რომ ბიჭი დაეკავებინათ, სულ სხვანაირად მოიქცნენ.
მომხდარის შესახებ ისტორია, მადლიერების სიტყვებთან ერთად ამ პოლიციელების უფროსმა-შერიფმა „ფეისბუქზე“ დაწერა.
მისი თქმით, მისი თანამშრომლები ბრეიდენ საფილდი და შენან სნეპი გამოძახებაზე გავიდნენ. ქურდი პატარა ბიჭი აღმოჩნდა, რომელიც ინტერნატში ცხოვრობს. როდესაც მათ მისი ისტორია მოისმინეს, გული აუჩუყდათ. ბიჭის განმარტებით, მას მუშაობის დაწყება უნდოდა და ამისთვის ახალი ფეხსაცმელი სჭირდებოდა. სამართალდამცველებმა ის არ დააკავეს, პირიქით – სწორედ ის ფეხსაცმელი უყიდეს, რომელიც მას სჭირდებოდა და რომლის მოპარვასაც ცდილობდა.
პოლიციელებმა ბიჭს წარმატება უსურვეს და სთხოვეს, მომავალში კანონი აღარ დაერღვია და საკუთარი ფული მხოლოდ კანონიერი გზით გამოემუშავებინა. იმ დროისთვის, როცა მას ინტერნატის თანამშრომლებმა მოაკითხეს, ბიჭი უკვე აცრემლებული იდგა.
შერიფმა ისიც დაწერა, რომ ამ ისტორიის მოსმენისას ლამის თვითონაც იტირა. მისი თქმით, თავისი თანამშრომლებით ამაყობს. მის ამ პოსტს უამრავი გამოხმაურება და მხარდამჭერი სიტყვებიც მოყვა.

FB კომენტარები

კომენტარი