პოლიციელებმა ახალგაზრდას მოპარული 150 ათას დოლარიანი პროთეზი დაუბრუნეს

147
SHARE

აშშ–ის ქალაქ ბოიტონ–ბიჩის პოლიციელებმა იპოვეს პროთეზი, რომელიც სამოტივაციო ორატორის კრის რუდენის მანქანიდან იყო მოპარული. ბიონიკური ხელი, რომლის ფასი 150 ათასი დოლარია, თავის მფლობელს დაუბრუნდა, პოლიციის ოფიცრები კი სოციალურ ქსელ „რედიტის“ ვარსკვლავები გახდნენ.
კრის რუდენი ფიზიკური დეფექტით დაიბადა – მისი მარცხენა ხელი მარჯვენაზე მოკლეა და სულ ორი თითი აქვს. ის სასოწარკვეთაში არ ჩავარდნილა, ნაკლი გამოიყენა იმისთვის, რომ სამოტივაციო ორატორად ემუშავა და სხვა ადამიანებისთვის სტიმული მიეცა. ერთი წლის წინ მან მაღალტექნოლოგიური პროთეზი მიიღო და ვიდეოც კი გადაიღო, თუ როგორ ირგებდა პირველად თავის ბიონიკურ ხელს. ამ პროთეზის ღირებულება 150 ათას დოლარს შეადგენს, კრისისთვის კი ის ნამდვილად შეუფასებელია.
საუბედუროდ, ეს ყველას არ ესმის. რამდენიმე დღის წინ ის პირდაპირ მისი ავტომობილიდან მოიპარეს. კრისმა მაშინვე პოლიციას მიმართა და მალევე ოფიცრებმა პროთეზი ბუჩქებში გადაგდებული იპოვეს. როგორც ჩანს, დამნაშავეები მიხვდნენ, რომ სხვის ხელს ვერ გამოიყენებდნენ და მისი გადაგდება არჩიეს. საერთოდ კი, რატომ მოიპარეს ეს პროთეზი, გაუგებარი დარჩა.
უდიერი მოპყრობის გამო პროთეზი ოდნავ დაზიანდა – მას ნეკა თითი აქვს მოტეხილი. მაგრამ კრისი მაინც ბედნიერია, ეს ხელი ხომ მან სოციალური პროგრამის წყალობით მიიღო და ახლის ყიდვას უბრალოდ ვერ შეძლებდა.
კრისის შეყვარებულმა მისი და პოლიციელების ფოტო სოცქსელ Reddit–ში გამოაქვეყნდა და მან 100 ათასზე მეტი მოწონება დააგროვა.

Comments

comments