პოლიციამ აღმოაჩინა საწოლი, სადაც 20 მილიონი დოლარი იყო დამალული

712
SHARE

 აშშ-ს სამართალდამცველებმა 20 მილიონი დოლარის კონფისკაცია მოახდინეს, რომელიც მასაჩუსეტში, ერთ-ერთი სახლის საწოლში იპოვეს.
პოლიციის ვარაუდით, ფული ფინანსურ პირამიდა TelexFree-ს უნდა ეკუთვნოდეს, რომლის შედეგადაც მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. ​ამერიკელი პოლიციელები ბრაზილიელ რენე რიზერიო როკას უთვალთვალებდნენ, რომელსაც ფინანსურ პირამიდასთან კავშირში ადანაშაულებენ.
მისი სახლის ჩხრეკის დროს, რომელიც ქალაქ უესტბოროში მოხდა, იპოვეს ფული.
როკა, ჯერჯერობით, დაკავებული არ არის. ​TelexFree ბრაზილიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური პირამიდაა, რომელმაც თავისი კლიენტებისგან მილიარდზე მეტი დოლარი ამოიღო. კომპანია სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებდა.

წყარო:http://bulvari.ge

FB კომენტარები

კომენტარი