პოეტმა მერაბ სალუქვაძემ ქობულეთში გარდაცვლილ ბავშვებს ლექსი მიუძღვნა

721
SHARE

პოეტმა მერაბ სალუქვაძემ ქობულეთში გარდაცვლილ ბავშვებს ლექსი მიუძღვნა. სალუქვაძე ლექსს ფეისბუქის საკუთარ გვერზე აქვეყნებს და იქვე წერს: „ეს ლექსი მივუძღვენი ჩვენი პატარა ანგელოზების სულს, რომლებმაც გუშინ შეგვძვრა და მე პირადად დამანგრია…“

მაისის ერთი ტკივილიანი დღე
მე ვიცი კარგად წუხილი რაა,
ვერცერთმა სულმა ვერაფრით
დაგთმო,
მაისის მწარე დილაა კვლავ,
ოთახის კარი გააღეთ ფართოდ…
ცოდვამ შეჰყარა სამყარო ისევ,
სივრციდან ცრემლი ერთვება
ზღვას,
ქილიყობს ქარი, მერყეობს ზეცა,
მაისი აფრქვევს ცრემლებად მთას…
ატირდა ისევ დედები ჩვენი
ჩააცვეს შავი ძაძები უხმოდ,
რამდენი უნდა ვიგლოვოდ ღმერთო,
ნუთუ არ კმარა ცრემლები დედის…
მე ვიცი კარგად მაისი რაა
ეს გული უკვე ტკივილსაც ვერ თმობს,
უმანკო ბავშვებს ცრემლები
თან ოთახის კარი ჩაკეტეთ ფართოდ..

05.11.2015 / მერაბ სალუქვაძე /

FB კომენტარები

კომენტარი