“პოგონმა” მარტის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი დაასახელა

28
SHARE

შჩეცინის “პოგონის” მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლაშა დვალი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს და წერს, რომ ახალგაზრდა უკანახაზელმა მიღებული ხმებით კამილ დრიგაშს, სპას დელევსა და ლუკაშ ჟალუსკას აჯობა.
შეგახსენებთ, რომ მარტის თვეში ლაშა დვალის პოლონური მონაგარი 2 გოლია, რომელიც ქართველმა 1 მატჩში გაიტანა.
პოლონურ ექსტრაკლასაში 29 ტურის შემდეგ “პოგონი” 31 ქულით 16 გუნდში მე–11 პოზიციას იკავებს.

FB კომენტარები

კომენტარი