პლასტიკურმა ქირურგმა „მოცეკვავე მილიონერის” საიდუმლო გათქვა

481
SHARE

ყვითელი პრესა იმდენად დაინტერესდა 49 წლის „მოცეკვავე მილიონერით“ – ჯანლუკა ვაკით, რომ მისი გარეგნობის საიდუმლოს ამოხსნა დაიწყო.
„ლაიფნიუსის“ ცნობით, ცნობილმა ჰოლივუდელმა პლასტიკურმა ქირურგმა დევიდ საადატმა „მოცეკვავე მილიონერის“ ახალგაზრდობის საიდუმლო გათქვა. ქირურგის თქმით, ძველ ფოტოებში ვაკი არცთუ მომხიბვლელად გამოიყურება. ამჟამად კი, იტალიელი მილიონერი გაცილებით ახალგაზრდულია, რისი მიზეზიც არა რეგულარული ვარჯიში, არამედ სპეციალური პროცედურებია.
“მას აშკარად ემჩნევა ბოტოქსი შუბლზე, წარბების კორექცია აქვს გაკეთებული. კანის ფორმაც უკეთესია, რაც სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურის შედეგია. მას გამოყენებული აქვს ფილერიც“ ,– განაცხადა ქირურგმა.
თავად ჯანლუკა ვაკი კი ამბობს, რომ მისი ახალგაზრდული გარეგნობის საიდუმლო ცხოვრების ჯანსაღ წესში მდგომარეობს. რაც შეეხება ცეკვას, ის ირწმუნება, რომ ეს არავის უსწავლებია. იტალიელი ბიზნესმენი ჯანლუკა ვაკი ბოლო დროს მის მიერ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოებითა და ფოტოებით გახდა ცნობილი. მოცეკვავე მილიონერი „ინსტაგრამის“ ვარსკვლავად არის ქცეული.

FB კომენტარები

კომენტარი