პლანეტის ყველაზე სექსუალურმა ექიმმა საკუთარი თავი აუქციონზე გაიტანა (ფოტოკოლაჟი)

97
SHARE

პლანეტის ყველაზე სექსუალურმა ექიმმა, ნიუ-ჯერსელმა მიხაილ ვარშავსკიმ, საკუთარი თავი აუქციონზე გაიტანა,- ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ექიმი პლანეტის ყველაზე სექსუალურ ექიმად ჟურნალმა People-მა აღიარა. აუქციონი საქველმოქმედოა და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი ამერიკული გაცნობის პორტალი Coffee Meets Bagel-ია. აუქციონიდან შეგროვილი თანხა საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა.

აღნიშნული ფონდი სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს ფინანსურად ეხმარება. კონკურსის წესების მიხედვით, ყოველ 10-დოლარიან შემოწირულობაზე გათამაშების სიაში 100 ადამიანი ჩაეწერება. გამარჯვებული შემთხვევითი ციფრების გენერატორით ექიმთან ერთად ვახშმობას მოიგებს.

FB კომენტარები

კომენტარი