“პირობას ვდებ, რომ უახლოეს მომავალში ეს ტრაგედია დასრულდება” – გუკა რჩეულიშვილის ემოციური პოსტი

922
SHARE

გურამ რჩეულიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე მამამისის, ვახტანგ რჩეულიშვილის იუბილესთან დაკავშირებით, ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“დღეს მამაჩემის დაბადების დღეა, 8 თვეა რაც ციხიდან გამოვედი, 8 თვეა, რაც ვახო აღარ არის ჩემთან ერთად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავს ვიკავებდი ვახოზე არ დამეწერა, დღეს უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე, მრცხვენია ვახოსი, რომ მის დაბადების დღემდე მაია ვერ გამოვიყვანე და 8 წლიანი ცენტრ-პოინტის დრამას ვერ დავუსვი წერტილი, მაგრამ პირობას ვდებ, რომ უახლოეს მომოვალში ეს ტრაგედია დასრულდება,  მაია და რუსო გარეთ იქნებიან და ყველა დაზარალებული თავის კუთვნილ საკუთრებას უნაკლოდ მიიღებს!! მეომრის სიტყვას ვიძლევი!!! We shall overcome!!! Inshallah!!! გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს!!!”, – წერს გურამ რჩეულიშვილი.
შეგახსენებთ, “ცენტრ-პოინტის” დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი 2017 წლის აპრილში სიმსივნით გარდაიცვალა.

FB კომენტარები

კომენტარი