“პირი არის ჭამისთვის და არა სექსისთვის” – აკრძალვა უგანდაში

822
SHARE

უგანდის პრეზიდენტის, იოვერი მუსევენის განცხადებით, მას სურს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ორალური სექსი აუკრძალოს, რადგან „პირი განკუთვნილია ჭამისთვის”.
მუსევენიმ „აუტსაიდერებთან” საუბარში ქვეყნის მოქალაქეები საჯაროდ გააფრთხილა:
„მომეცით უფლება, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, გავაფრთხილო ქვეყნის მოსახლეობა სექსის იმ არასწორ მეთოდებზე, რომელიც ჩვენმა ხალხმა უცხოელებისგან შემოიღო. ერთ-ერთი მათგანია ის, რასაც ისინი ორალურ სექსს უწოდებენ. პირი არის ჭამისთვის და არა სექსისთვის. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ და სად უნდა დავკავდეთ სექსით”, – განაცხადა უგანდის პრეზიდენტმა.
მუსევენიმ 2014 ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ აქტს მოაწერა ხელი და ჰომოსექსუალებს სამუდამო პატიმრობით დაემუქრა. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, მუსევენიმ განმარტა, რომ ორალური სექსი ორგანიზმში ჭიების გამრავლებას უწყობს ხელს:
“ჰომოსექსუალური აქტის დროს, შესაძლოა, ჭიები სასქესო ორგანოდან ადამიანის კუჭ-ნაწლავში გადავიდეს, ამიტომ, ეს არასწორი მისამართია” – განაცხადა უგანდის პრეზიდენტმა.

წყარო:https://digest.pia.ge

FB კომენტარები

კომენტარი