პირველი ქართველი მოდელი მამაკაცი, რომელიც მსოფლიოს Top ათეულებს იპყრობს

204
SHARE

1,90 სმ სიმაღლის, ყავისფერი თმებითა და თვალებით, დამახასიათებელი “ღრიჭოთი” კბილებს შორის – ცოტა ხნის წინ 19 სერგი რიგვავა ერთ-ერთმა მოდურმა ტაბლოიდმა მსოფლიოს 27 საუკეთესო მოდელ მამაკაცს შორის დაასახელა. სერგის ფოტოები პარიზის მოდის კვირეულის ყველაზე კარგად ჩაცმულ მამაკაცთა ათეულშიც მოხვდა. მისი პოვნა ძალიან ადვილია მოდელ მამაკაცთა Top ათეულებშიც.
ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და უკვე მოასწრო ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებში მონაწილეობა როგორიცაა – Salvatore Ferragamo, Gucci, Fendi, Valentino, Prada, Dior, Burberry, Ermenegildo Zegna, HERMÈS, DRIES VAN NOTEN, LOUIS VUITTON და სხვა.
სერგის შესახებ საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის, არადა იგი პირველი ქართველი წარმატებული მოდელი მამაკაცია მსოფლიო მოდის სფეროში. მისი მშობლები ხელოვანები არიან – დედა მუსიკოსი, მამა კი მხატვარია. დედა – სუსან რიგვავა-დუმასი, ნახევრად ჰოლანდიელი და ნახევრად ფრანგია, ხოლო მამა – გია რიგვავა საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი. ერთ-ერთ ინტერვიუში მოდელი ამბობს, რომ მისი კერპები მისი ოჯახის წევრები არიან. ჰყავს შეყვარებული, ასევე მოდელი ნინა მარკერი.
სერგი გერმანიაში, მიუნხენში დაიბადა, მოგვიანებით კი საცხოვრებლად ავსტრიაში, ვენაში გადავიდა, სადაც სამოდელო კარიერა Ermenegildo Zegna-სთან თანამშრომლობით დაიწყო.
სადებიუტო გამოსვლა პოდიუმზე 2014 წლის ზაფხულში შედგა, მაშინ ჯერ კიდევ 16 წლის იყო და ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებაზე გამოვიდა, როგორებიცაა: Salvatore Ferragamo, Gucci, Fendi, Valentino and Ermenegildo Zegna. ჩვენებების მეორე სეზონზე, მან უკვე 27 ტოპ ბრენდის პოდიუმი დაიპყრო – გახსნა Valentino-ს ჩვენება, გამოვიდა Louis Vuitton-ის, Raf Simons-ის, Dior Homme-ს, Hermes-ის ჩვენებებზე და ასე დაიბადა ახალი ვარსკვლავი მსოფლიო პოდიუმზე!
სერგი რიგვავა ხატავს, გატაცებულია ფოტოგრაფიით, უკრავს ჩელოსა და გიტარაზე, აკეთებს მუსიკას. გადაღებები ძირითადად ევროპაში აქვს, მაგრამ მედელობის გარდა მუსიკისთვისაც ახერხებს დროის დათმობას. აქვს საკუთარი როკ-ჯგუფი და მღერის. ცოტა ხნის წინ კი პირველი მუსიკალური კლიპი The Vallys-ს გამოუშვა.
სერგი საქართველოსაც სტუმრობს და აქაურობა ძალიან მოსწონს. მომავალში სურს რომ როკ-ვარსკვლავი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი დრო და მსოფლიოს ყველაზე ცნობილი პოდიუმებია…

წყარო:http://www.ambebi.ge

Comments

comments