პირველი რობოტი ქალი, რომელსაც მოქალაქეობა მიანიჭეს, გაეროს სხდომაზეც გამოჩნდა

1205
SHARE

საუდის არაბეთმა რობოტს მოქალაქეობა მიანიჭა. რობოტი, სახელად სოფია, ერიადში გამართულ მომავალ საინვესტიციო ინიციატივის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყნის მთავრობას მადლობა გადაუხადა.
როგორც მან აღნიშნა, ძალიან ბედნიერი და ამაყია, ვინაიდან მსოფლიოში პირველი რობოტია, რომელსაც მოქალაქეობა მიანიჭეს, ის კომპანია ჰარლსონ რობოტიკსმა შექმნა მსოფლიოს წამყვანი ინჟინრების წყალობით. რობოტს სახეზე ყველანაირი ემოციის გამოხატვა შეუძლია, ასევე ცნობს ადამიანებს, უყურებს თვალებში და მათთან ბუნებრივად საუბრობს.
სოფიას საკუთარი ვებ გვრედიც აქვს, სადაც მასზე ყველანაირი ინფორმაცია დევს. მისი პირველი დებიუტი 2016 წელს შედგა და მას შემდეგ მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრშია ის გაეროს სხდომაზეც გამოჩნდა და გენერალური მდივნის მოადგილესთან მცირე დიალოგიც გამართა, შემდეგ კი ის ჯიმი ფელონის შოუში მიიწვიეს.
ერიადში გამართულ კონფერენციაზე სოფიას კითხვა ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზეც დაუსვეს, თუმცა მან იუმორით უპასუხა, რომ ადამიანები ზედმეტად ხშირად ეცნობიან ილონ მასკის მოსაზრებებს და ჰოლივუდის ფანტასტიკური ჟანრის ფილმებს.
რობოტის განცხადებით, არ აპირებს ვინმეს საფრთხე შეუქმნას, თუ ადამიანები თვითონ არ შეაწუხებენ.

FB კომენტარები

კომენტარი