პირველი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

54
SHARE

ვერძი
კარგი დღეა მშენებლობის, რემონტის დასაწყებად, ოჯახში სიმყუდროვის შესაქმნელად. ყურადღებით გადახედეთ მიღებულ ინფორმაციას. მოაგვარეთ მატერიალური საკითხები. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად.

კურო
ყურადღებით იმუშავეთ, რათა საქმეებში შეცდომები არ დაუშვათ. ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. ნუ დანაღვლიანდებით იმ გეგმების გამო, რომელთა განხორციელებასაც ვერ შეძლებთ. დამშვიდდით და საკუთარი საქმიანობის წარმოებაზე დაფიქრდით.

ტყუპი
სამსახურის საქმეების პარალელურად ყურადღება დაუთმეთ ოჯახს, საყვარელ ადამიანს. მასთან ერთად შეადგინეთ სამომავლო გეგმები. ბევრს გაუუმჯობესდება დამოკიდებულება მეუღლესთან და ნათესავებთან.

კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან და უფროს ნათესავებთან. მათი მხარდაჭერით ახალი საქმეეების დაწყებასაც მოახერხებთ და ძველების დასრულებასაც. დახმარებაზე უარს არ გეტყვიან არც დედმამიშვილები.

ლომი
სხვა დღისთვის გადადეთ იურიდიული და ფინანსური საკითხების მოგვარება. სამსახურში მოსალოდნელია რეორგანიზაცია. მგზავრობის დროს შეიძლება საინტერესო ადამიანები გაიცნოთ.

ქალწული
დღეს საკუთარი ინტერესების, უფლებების დაცვა მოგიწევთ. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს, მაგრამ ეცადეთ, რომ თქვენს სასარგებლოდ გაკეთდეს ყველაფერი.

სასწორი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ეს შეიძლება იყოს პრემია, მომატებული ხელფასი ან საჩუქარი ფულის სახით. გირჩევთ, ფული შეინახოთ, არ დახარჯოთ და არც საეჭვო საქმიანობაში დააბანდოთ.

მორიელი
კარგი დღეა სწავლისთვის, გამოცდის ჩასაბარებლად. მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებს. საღამო მათთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ და თავადაც გაერთეთ.

მშვილდოსანი
დღეს მაქსიმალურად უნდა ჩაერთოთ მუშაობა, საქმიანობაში, სწავლაში. გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. როცა ყველა საქმეს დაასრულებთ, მერე იფიქრეთ დროს ტარებასა და დასვენებაზე.

თხის რქა

კარგი დღეა გამოცდის ჩასაბარებლად, დიპლომის ან დისერტაციის დასაცავად. გამოაჩინეთ თქვენი ნიჭი, ცხოვრების გაუმჯობესების შანსი გეძლევათ. ზოგიერთს ფილოსოფია და რელიგია გაიტაცებს.

მერწყული
საქმეების გამო ძილი და ჭამა დაგავიწყდებათ. შეიძლება უფროსის კონტროლის ქვეშ მოგიწიოთ მუშაობამ, ან ვიღაცაზე გახდეთ დამოკიდებული. გამოცდებისთვის თუ ემზადებით, ახალი მეთოდებიც გამოიყენეთ და ნურც ძველებს დაივიწყებთ. მოულოდნელ დაბრკოლებებს ნუ შეუშინდებით, ყველაფერს მარტივად გადალახავათ.

თევზები
სამსახურის საქმეების გამო მივლინება, ინფორმაციის მიღება და იდეების გაცვლა გელით. გააზრებულად იმოქმედეთ და პირველ რიგში საკუთარი თავის სასარგებლოდ. თუ კრიტიკულ სიტუაციაში სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ყველაფერს მოაგვარებთ.

 

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი