პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

90
SHARE

ვერძი
თქვენთვის გარშემო მყოფების აღიარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და დიდება. დღეს ისეთი საქმეები შეასრულეთ, რომლებიც თან სიამოვნებას მოგანიჭებთ და თან, ახლობლების თვალში აგამაღლებთ.

კურო
მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, ფულის ფლანგვას, ფინანსური ოპერაციების შესრულებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას.

ტყუპი
საინტერესო და აქტიური დღე გელით. მოსაწყენად ნამდვილად ვერ მოიცლით. ზოგიერთ მოგზაურობა ან ხანგრძლივი მგზავრობა ელის. მოერიდეთ რისკსა და აზარტს.

კირჩხიბი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევა სიკეთეს არ მოგიტანთ. ნურც გრანდიოზულ საქმიანობას წამოიწყებთ, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხებს.

ლომი
გაათავისუფლეთ ბინა და კაბინეტი ძველი,

გამოუსადეგარი ნივთებისგან. მოაწესრიგეთ დოკუმენტები. გარშემო მყოფების მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული.

ქალწული
ტრავმული და აგრესიული დღეა. ძალა და ენერგია ვარჯიშში, საბრძოლო ხელოვნებაში დახარჯეთ. სიფრთხილე გმართებთ საჭესთანაც და მგზავრობისასაც.

სასწორი
მოულოდნელი და საინტერესო ნაცნობიბა გელით. საღამოს, მეგობრებთან ერთად, კულტურულ ღონისძიებებს დაესწარით.

მორიელი
დღევანდელი დღე ორად უნდა გაყოთ: სამსახურის საქმეები და პროექტების განხორციელება და ოჯახურ-პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესება.

მშვილდოსანი
დღეს ლიდერის პოზიცია უნდა გამოავლინოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მოგიწიოთ ჩართვამ.

თხის რქა
დღეს ყველაზე კარგად თავს ოჯახში იგრძნობთ. შეასრულეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობა და მეტი მზრუნველობა გამოხატეთ ნათესავების მიმართ.

მერწყული
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. უფრო მეტიც, ჰკითხეთ რჩევა თქვენთვის საჭირო საკითხებზე და თავადაც დაინტერესედით მათი პრობლემებით.

თევზები
დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი; ივარჯიშეთ და მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად, მოერიდეთ ძილის წინ ჭამას.

 

წყარო: www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი