პირები, რომლებიც პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს გაავრცელებენ, 4-დან 8 წლამდე პატიმრობით დაისჯებიან

81
SHARE

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყველა ის პირი, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას კანონმდებლობის შესაბამისად დაისჯება. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

შსს-მ საზოგადოებას მოუწოდა არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და არ გაავრცელონ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით.

FB კომენტარები

კომენტარი