პეტრე კოლხი: თავისუფლება არჩევანია; მას მშიშარა, გაუბედავი, უსუსური ალღოს ვერ აუღებს

47
SHARE

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავისუფლების შესახებ საუბრობს.

“თავისუფლება არჩევანია. მას მშიშარა, გაუბედავი, უსუსური ალღოს ვერ აუღებს. შენც გინდა, შეეხიდო, დაეხმარო ხელოვნურად შემოვლებული წრის გარღვევაში, რომელიც ჩახლართულია, რკინის ეკლებით დამძიმებული. ხან ხელს დაგისისხლიანებს, ხან შუბლს, ხანაც – სულს. მაინც იბრძვი, ერკინები, იქნებ, რამე გამოგივიდეს.
ბევრი ტკივილი შეგხვდება, ბევრი უარყოფა, ბევრი გულგრილობა… შენ ბოლომდე იხარჯები, შენი ნებით ადიხარ ჯვარზე, მაგრამ რას გახდები, თუ მონობაში, სისუსტეში ჩაკირული ადამიანი თავად ვერ გაუძლებს თავისუფლების ქარტეხილებს…
მას ურჩევნია, მდორე, დაჭაობებულ გუბეში ცხოვრობდეს, ვიდრე თავზე ხელაღებულ დინებას საპირისპიროდ აუყვეს…
სანამ შენც არ დაგადებს სულის ბორკილებს, უნდა ადგე და გაიქცე… თუნდაც ქარიშხალში დაგემსხვრეს ფრთები!..”, – წერს პეტრე კოლხი სოცქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი