პეკინზე მდებარე ტექნიკის მაღაზია 45 წამში გაქურდეს

41
SHARE

პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზიის გასაძარცვად ქურდებს 45 წამი დასჭირდათ. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მაღაზიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ნახეს.

როგორც „აიტექნიკსში” აცხადებენ, შემთხვევა ტექნიკის მაღაზიაში მეორედ მოხდა და წაღებულია ტექნიკა, ტელეფონები, მაკბუკები.

მათივე ინფორმაციით, მძარცველები დაახლოებით 17-18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე – ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

FB კომენტარები

კომენტარი