პატრულ-ინსპექტორებმა და რეინჯერებმა, ფასანაურთან, საავტომობილო გზაზე ნაპოვნი შველი ტყეში უვნებლად დააბრუნეს (ვიდეო)

74
SHARE

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ფასანაურთან, საავტომობილო გზაზე გზააბნეული შვლის ნუკრი შენიშნეს.

შს სამინისტროს ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა შველი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს დაუკავშირდნენ.

პატრულ-ინსპექტორებმა და რეინჯერებმა შვლის ნუკრი ტყეში უვნებლად დააბრუნეს.

FB კომენტარები

კომენტარი