„პატრიარქს მოუხადე ბოდიში!“ – სცემეს თუ არა დომენიკო მანგოს (ვიდეო)

470
SHARE

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც ფეისბუქში „დომენიკო მანგოს“ სახელით ცნობილ კუკური ბარამიძეს იძულების წესითა და მუქარით, ბოდიშს ახდევინებენ.
„ბოდიში მოიხადეე!… პატრიარქს მოუხადე ბოდიში, ბიჭო!.. მალეე!..შენი დედას შ….. ხმამაღლაააააა!!!“, -ისმის ვიდეოში მამაკაცის ხმა, რომელიც „დომენიკო მანგოს“ მიმართავს.
გავრცელებულმა ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლები სავარაუდო მოძალადეებს მწვავედ აკრიტიკებენ, ნაწილი კი თვლის, რომ ვიდეო ინსცენირებულია და რეალობას არ შეესაბამება.
აღნიშნული ვიდეოკადრების ავთენტურობის დასადგენად შსს-მ მოკვლევა დაიწყო.

FB კომენტარები

კომენტარი