“პატრიარქზე თქვეს მამათმავალიაო და რა გიკვირთ, ჩემზე რომ თქვეს” – არასრულწლოვანის საქმეზე დაკავებული მამაო ბრალდებას უარყოფს 

178
SHARE

ბერმონაზონი იოანე  (ლევან ლუკას ძე ჯალაღონია), რომელსაც არასრულწლოვნის შანტაჟსა და მოტყუებით, შიშველი ფოტოების გადაგზავნაში ადანაშაულებენ აცხადებს რომ ეს ცილისწამებაა და მის მოშორება სურთ.
მისი თქმით მას  ყველა დოკუმენტაცია გააჩნია, რომელიც ადასტურებს, რომ მღვდლად ხელდასხმა მიღებული აქვს.

ამის შესახებ ბრალდებულმა დაკავებამდე  „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.

„ეს ყველაფერი არის ცილისწამება და ტყუილი, ასეთ რაღაცას როცა ამბობენ მტკიცებულება, ფაქტები სჭირდება. სად არის ფაქტები? მე 12 წლიდან მონასტერში ვარ და ამის საბუთებიც მაქვს. მამა ანდრია ჯაღმაიძისთვის ყველა გიჟი და ავადმყოფია ვინც სიმართლეს იტყვის, მე თავად ვამხილე მაგენი მამათმავლობაში.

ეს არის აგორებული ცილისწამება, კამპანია, რაღაცას მივრცელებენ წლებია, იმიტომ რომ შურთ ჩემი. აბა როგორ გჯერათ, რომ მე ასეთი ცოდვა ჩავიდინე და გარეთ დავდივარ.

სასულიერო პირი ვარ, მონასტრის წინამძღვარი. ამჟამად ქარელში წმ.პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტერში ვმსახურობ. მე არ ვექვემდებარები იობს.

მაგი ავრცელებს თვითონ ამ ყველაფერს, საპატრიარქოში ჰყავთ თვითონ ანდრიას მამათმავლები და მაგი რომ ვამხილე იმიტომ მებრძვის. პატრიარქზე თქვეს მამათმავალიაო და რა გიკვირთ, ჩემზე რომ თქვეს იგივე. ფარისევლები და თვითმარქვიები თავად არიან, ბოზებით არის საპატრიარქო სავსე. პატრიარქის მტრები თვითონ შიგნით არიან. ყველაფერი არის ცილიწამება, ეს ხომ ერი არ არის, ეს ხომ ქვეყანა არაა, ეს არის დამპალი ერი, ნაგავი.
რავიცი, იქნებ ჩემი ტელეფონით სხვამ გამოაგზავნინა ფოტოები, თავს დამესხნენ და ტელეფონი წამართვეს.

სოციალურ ქსელში, საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გააზიარა ერთ-ერთი მომხმარებლის „ფეისბუქ“ სტატუსი, სადაც იოანე ჯალაღონიას მიმართ მძიმე ბრალდებაზეა საუბარი.

„ძალიან მძიმე ისტორია უნდა მოვყვე ახლა ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელეთ რადგან ეს გარეწარი ადამიანებს ღუპავს! ერთ-ერთმა მოქალაქემ მოგვწერა არასრულწლოვანმა, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა ამ ვითომ ბერ იოანესთან!

რაღაც პერიოდის შემდეგ ბავშვს ესაუბრა და აჯერებდა რომ ჰქონდა ჯადო და ამის ახსნისთვის უნდოდა მისგან კონკრეტული ქმედებები. საბოლოო ქმედება იყო შიშველი ფოტო გადაეღო და გაეგზავნა, რაზეც არასრულწლოვანს ჰქონდა ძალიან ცუდი რეაქცია, თუმცა დააჯერა რომ ეს გააკეთებინა!

ამის შემდეგ დაიწყო შანტაჟი ამ არასრულწლოვანის და ეუბნებოდა, თუ ვინმეს ეტყოდა ფოტოებს გაგისაჯაროვებო! ასევე ფულს მოგცემ და კიდევ გადმომიგზავნე ფოტოებიო, მიაყენა დიდი მორალური ზიანი და ბავშვი მიიყვანა თვითმკვლელობამდე“.

„ორი განცხადება დევს ძველი თბილისის და აბაშის პოლიციაში, რომ თავს უშიშროება დამესხა, ორჯერ დამესხნენ თავს, ტელეფონი წამართვეს და მე რავიცი ჩემი ტელეფონით ვინ რა გააკეთა“, – ამბობს ლევან ჯალაღნია.

0

FB კომენტარები

კომენტარი