პატარძალს საჭესთან ჩაეძინა და ახალდაქორწინებულები თაფლობის თვის დროს დაიღუპნენ

572
SHARE

აშშ-ის შტატ იუტაში მცხოვრებმა ემი მოფატმა და სტივენ გრეჰემმა გადაწყვიტეს, თაფლობის თვე კანადაში გაეტარებინათ. ისინი ორიოდე კვირის წინ დაქორწინდნენ. სამოგზაუროდ საკუთარი მანქანით გაემგზავრნენ. გზა ხანგრძლივი იყო, თუმცა ისინი გამოცდილი მოგზაურები იყვნენ. გზის რაღაც მონაკვეთზე, პიკაპის საჭეს ემი მიუჯდა. ის საკმაოდ დაღლილი იყო, თუმცა მანქანის მართვას აგრძელებდა. ერთ მომენტში, მას ჩაეძინა და ავტომანქანა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო ზოლში გადავიდა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა. იქ კი კიდევ ერთი მაგისტრალი გადიოდა, სადაც პიკაპი გადავარდნის შემდეგ დაეშვა. ტრაგედიის თვითმხილველები მანქანას მიცვივდნენ, მაგრამ მასში მყოფი ორივე ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო.

ახალდაქორწინებულების მეგობარს, რომელიც მათ უკან მისდევდა, მომხდარის დაჯერება უჭირს.

„ ეს ყველაფერი ჰგავს ისტორიას შექსპირის ტრაგედიებიდან. ვუყურებდი, როგორ აკეთებდნენ ყველაფერს ერთად და როგორი ბედნიერები იყვნენ. უნდოდათ, ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებით ეცხოვრათ“, – აცხადებს წყვილის მეგობარი.

აღსანიშნავია, რომ ქორწილის შემდეგ, ემიმ „ფეისბუქში“ გულისამაჩუყებელი პოსტი დაწერა. მასში სტივენის მიმართ სიყვარული გამოხატა, ემი დარწმუნებული იყო, რომ მათ დაშორებას მხოლოდ სიკვდილი შეძლებდა.

FB კომენტარები

კომენტარი