პატარძალმა გარდაცვლილი მამის დაკრძალვიდან შენახული ვარდები ქორწილში გააფრქვია

86
SHARE

პატარძალმა, რომელსაც სურდა ყველაზე ბედნიერი დღის აღნიშვნის დროს, გარდაცვლილი მამის ხსოვნისთვის პატივი მიეგო, საკმაოდ ორიგინალური ხერხი მოიფიქრა. ბრიტანელმა კაიტ ოლიდისმა მამის, ჯიმის დაკრძალვიდან დარჩენილი ყვავილები გაახმო და, კონფეტის სახით, საკუთარი ქორწილის დღეს გამოიყენა.
კაიტის მამა 2014 წელს, სასიკვდილო დიაგნოზის დასმის შემდეგ, რამდენიმე თვეში დაიღუპა. ჯიმ ოლიდისი 56 წლის იყო. მისმა მეუღლემ და ქალიშვილმა ვარდები შეინახეს და გაახმეს.
9 წლის შემდეგ, როდესაც კაიტის ბოიფრენდმა მას ხელი სთხოვა და წყვილმა ქორწილის დაგეგმვა დაიწყო, კაიტიმ გადაწყვიტა, რომ ოფიციალური ცერემონიის დროს, მამის სამახსოვროდ შენახული ვარდების გამოყენება, მისი ხსოვნის პატივსაცემად, ყველაზე კარგი გზა იქნებოდა. პატარძალმა და მისმა დედამ ყვავილები ლამაზ ყუთებში ჩადეს და ბედნიერების მომტან ცერემონიაზე, კონფეტის სახით, ჰაერში გააფრქვიეს. ცერემონიის ამსახველმა ფოტოებმა, ბრიტანულ სოციალურ ქსელებში, დიდი მოწონება დაიმსახურა.
პატარძლის დედის თქმით, ეს შესანიშნავი იდეა იყო. „როდესაც ამის შესახებ ვფიქრობ, ვხვდები, რომ ყველა ეს ყვავილი, ჯიმის დაკრძალვის სევდიანი ცერემონიიდან, სიყვარულით, ბედნიერების მომტან ცერემონიაზე დაბრუნდა“.

Comments

comments