„პატარა ქალი ძაღლის თვალებით“ – რას წერდა ფედერიკო ფელინი მეუღლის, ჯულიეტა მაზინას შესახებ

325
SHARE

„მე მის თვალებში არეკლილი ჩემი თავი შემიყვარდა“, – იხსენებდა გენიალური რეჟისორი ფედერიკო ფელინი. როცა თქვენ 20 წლის ასაკში დაქორწინდებით, თქვენ ერთად იზრდებით. თუმცა ჯულიეტა ჩვენი მრავალწლიანი თანაცხოვრების მანძილზე ხშირად მეუბნებოდა, რომ მე საერთოდ არ გავზრდილვარ. წლების შემდეგ აცნობიერებთ, რომ თქვენ არა ხართ მხოლოდ საყვარლები, არც მხოლოდ ცოლ-ქმარი, არამედ ხ12272710_1080328408678669_1719940771_nდებით და – ძმაც.
ხანდახან ჯულიეტასთან მიმართებაში მე მისი მამაც ვიყავი, ხანდახან კი მას ჩემი დედობა უწევდა. მე არასოდეს მქონია რელიგიასთან სიახლოვე. მისი ადგილი ჯულიეტამ დაიკავა, პატარა ქალმა, ახლადდაკარგული ძაღლის თვალებით. ეს მსახიობი ვერასოდეს გახდებოდა სექსსიმბოლო, არც, მაგალითად, გამოადგებოდა მათ, ვინც ვარსკვლავურ კარიერაზე ოცნებობს. მოდელიერები არასოდეს ნიშნავდნენ მას თავიანთი ძვირფასი ტუალეტის რეკლამებში, თაყვანისმცელმლები კი არასოდეს უძღვნიდნენ ბრილიანტებს. ის არასოდეს ისწრაფოდა, რომ კინემატოგრაფიის ოლიმპი დაეპყრო და ეკაშკაშა, მაგრამ მას მუდამ ჩარლი ჩაპლინს ადარებდნენ. ეს დიდი ჯულიეტა მაზინაა – „ტრაგიკული მასხარა“, რომელიც შექმნა ფელინიმ.

1993 წელს ფელინი, მათი საიუბილეო „ვერცხლის ქორწილის“ – შემდეგ, ინსულტისგან გარდაიცვალა. „ფედერიკოს გარეშე მე ვერ ვარსებ12283340_1080328402012003_28322411_nობ“, – იმეორებდა ჯულიეტა მისი გარდაცვალების შემდეგ.

მეუღლის გარდაცვალებიდან 5 თვის შემდეგ ჯულიეტა მაზინა ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. დაავადების არსებობას მაზინა მალავდა. მისი ახლობლები იხსენებენ, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ ის აღარ აძლევდა ინტერვიუებს, აღარ გადიოდა სახლიდან და არ იბრძოდა სიცოცხლისთვის. ჯულიეტა მეუღლის – ფედერიკო ფელინის გვერდით დაკრძალეს, სადაც საფლავზე მათმა უახლოესმა მეგობარმა და ნიჭიერმა რეჟისორმა ტონინო გუერამ შემდეგი ეპიტაფია დააწერა: „ახლა კი შეგიძლია იტირო, ჯულიეტა“…

 თარგმნა ცირა შერგელაშვილმა

FB კომენტარები

კომენტარი