“პატარა ნაბიჯებით თუმცა უკეთესობისკენ მივდივართ”-როგორია პატარა ალექსის მდგომარეობა

332
SHARE

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილი  შვილის, წლინახევრის ალექსის ჯანმრთელობის შესახებ წერს.

ერთი დღით გამოვაღწიეთ ჰაერზე  ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ჩვენი ბიჭი სასწაულებს აკეთებს. 5 დღის წინ ექიმმა შეშინებული სახით მითხრა რომ თუ რეანიმაციაში გადაყვანა იქნებოდა საჭირო ამისთვის მზად ვყოფილიყავით. არც მიპასუხია და არც გამიმეორებია უბრალოდ ეგ ფრაზა თავიდან ამოვიღე და მორჩა. საბედნიეროდ პირიქით ხდება და პატარა ნაბიჯებით თუმცა უკეთესობისკენ მივდივართ..  წინასწარ ისევ შეუძლებელია თქმა ხვალ რა როგორ შეიცვლება მაგრამ იმედის ქონას არავინ გვიზღუდავს.. ასე რომ მიზანი მეტასტაზების გაქრობა და გადანერგვამდე მისვლაა.
მადლობა ექიმებს რომ უკან არ იხევენ მიდიან რისკზე და აკეთებენ გაუკეთებელს. ამჯერად ამ ექსპერიმენტებმა გაამართლა.
ურთულესი სამი კვირა გავიარეთ.. ეს სიმძიმე მთლიანად უდრიდა გასულ 4 თვეს. მადლობა გამძლეობისთვის ჩემ გმირ გოგოს Natali Gvedashvili Korneva წარმოუდგენლად ძლიერი რომ ხარ და რომ მიყვარხარ იცი <3 აქ კიდევ ერთი გმირი გვყავს Elena Mateshvili ერთი წუთით რომ არ შორდება ალექსს.

ეს სიტყვები დარწმუნებული ვარ ყველას გითქვამთ „იცხოვრე ისე თითქოს ბოლო დღეა.. იყავი ბედნიერი დღეს და ა.შ.“ ხო იცით რომ რეალურად ამის ბოლომდე გააზრება რთულია. ჩვენ ამასობაში ზუსტად ასე ცხოვრებას ვსწავლობთ. რა გითხრათ ეს ერთდროულად კარგიც არის და ცუდიც, მაგრამ სამკვირიანი წამების შემდეგ საავადმყოფოდან გარეთ გამოსვლა მართლა ბედნიერი შეგრძნება იყო

ბოლოს რა გითხრათ ყველასგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და მაგრად გვაძლიერებს  მოგვენატრეთ გვიყვარხართ და იმედია მალე უკეთესი ამბები გვექნება”-წერს ალექსის მამა.
შეგახსენებთ, რომ პატარა ალექსი სიმსივნეს ებრძვის.

FB კომენტარები

კომენტარი