პატარა გოგონას, რომელსაც დედა ახალ წელს გარდაეცვალა, სახლს უყიდიან

3564
SHARE

პატარა სალომეს, რომელსაც დედ-მამა გარდაეცვალა და დეიდასთან ერთად, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ ცხოვრობს სახლს უყიდიან. ამის შესახებ აკა სინჯიკაშვილი ფეისბუქის პირად გვედზე წერს. სახლის შესაძენად ფული შეგროვდება სპეციალურ ანგარიშზე.
„ძალიან ბევრმა მომწერეთ ამ ბავშვზე და დღეს ერთად წავედით სანახავად მე და გოგა ჩანადირი. სალომეს მამა არ ჰყავდა, ახალი წლის დღეებში დედაც გარდაეცვალა და დაობლდა , დარჩა მხოლოდ დეიდა და მასთან ერთად ამ რაღაცაში ცხოვრობენ  გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და მათთან ერთად მე და გოგამ გადავწყვიტეთ რომ სხვა ორგანიზაციებთან ერთად ამ ბავშვს პატარა სახლი ვუყიდოთ, როგორიც მოგვივა ისეთი სახლზე უფლება არავის არ ექნება, სანამ სალომე 18 წლის არ გახდება.
ვეცდებით ყველა საშუალება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ამ ბავშვმა ქუჩაში არ იცხოვროს ფული შეგროვდება ანგარიშზე და რაც იქნება, მაგის მიხედვით ვუპოვით რამეს, სკოლაში ივლის და კარგი ადამიანი დადგება როგორც შეძლებთ გამივრცელეთ ეს ამბავი, შეგვიძლია კიდევ ერთი ადამიანს მივცეთ სიცოცხლის და ცხოვრების საშუალება. ისეთი მაგარი ბავშვია თან სბა ჩვენ ვიცით ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი GE90TB7603845061100016 აკაკი სინჯიკაშვილი თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს” უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით“, -წერს აკა სინჯიკაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი